რუსთავში მე-6 დღეა დაკარგულ მამაკაცს ეძებენ

2020-02-03 18:53:36

რუსთავში, მდინარე მტკვარში მე-6 დღეა დაკარგულ მამაკაცს ეძებენ, ის რუსთავის მკვიდრია.

60 წლამდე კაცის ძებნა მდინარეში 28 იანვარს, მისი გაუჩინარებიდან 2 დღის შემდეგ დაიწყო. მამაკაცის ახლობლები ყვებიან, რომ ის სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მდინარის პირას იპოვეს დაკარგულის პირადი ნივთები, კერძოდ, მისი მობილური ტელეფონი და შარვალი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კაცის სამძებრო სამუშაოები მდინარე მტკვარში გრძელდება. მიმდინარეობს არა მხოლოდ მდინარის ზედაპირის დათვალიერება, არამედ, ძებნაში მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავებიც. ასევე, უწყებაში აცხადებენ, რომ ჩატარდა ფსკერის სკანირების სამუშაოებიც.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები