2 დღის წინ ერთერთმა მშობელმა სოციალურ ქსელში დაწერა რომ მისი ბავშვის მოპარვას უცხო ადამიანი შეეცადა. "ინფო რუსთავი" 3 წლის ბავშვის მშობელს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა რომ მის ბავშვებს ბებია კლდიაშვილის სკვერში არსებულ ატრაქციონებთან ასეირნებდა, ერთერთი ბავშვი ოდნავ წინ წავიდა, მათთვის უცხო ადამიანმა კი პატარას ხელი მოჰკიდა და მიკროავტობუსისკენ მიჰყავდა. ბავშვის მშობლის თხოვნით მისი იდენტიფიცირება არ მოვახდინეთ. რა მოხდა პარკში, დეტალები ნახეთ ვიდეოში.