ხმაურია ჩხოროწყუს მერიასთან, სადაც ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები მერიის შენობაში შესვლას ცდილობენ.
სამოქალაქო აქტივისტები ჩხოროწყუს მერის გადადგომას მოითხოვენ. მათი თქმით, ასევე უნდა გადადგეს დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელი და იმ სკოლის დირექტორიც, რომლის მოსწავლეებსაც მუნიციპალიტეტის მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.