ჩხოროწყუში მე-2 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებს ადგილობრივი მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს. [ვიდეო/video]
ფაქტი ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრში დაადასტურეს.
მომხდარის გამო ჩხოროწყუს მოსახლეობა მერიის შენობასთან შეიკრიბა და მერიის გადადგომას მოითხოვს.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პასუხისმგებელ პირთა გამოსავლენად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას ნიშნავს.
მიმდინარეობს სკოლის დირექტორისა და მასწავლებლების გამოკითხვები.