"მაიმუნი ვიდეო თამაშებს თამაშობს"

2021-02-02 22:37:04

ნეიროტექნოლოგიური კომპანია Neuralink-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის, განცხადებით, მაიმუნი, რომელსაც თავის ქალაში უსადენო ჩიპი ჩაუდგეს, გონებით ვიდეო თამაშებს თამაშობს.

"უკვე გვყავს მაიმუნი, რომელსაც თავის ქალაში ძალიან პატარა კაბელთან ერთად უსადენო ჩიპი აქვს ჩადგმული. მაიმუნი გონების გამოყენებით ვიდეო თამაშებს თამაშობს.

ახლა ვცდილობთ, გავიგოთ, შეძლებენ თუ არა მაიმუნები გონებით პინგ-პონგის თამშს. თუ კი, მაშინ ეს ძალიან მაგარი იქნება ",- განაცხადა ილონ მასკმა "Good Time Show-სთან" ინტერვიუს დროს.

კომპანია Neuralink-ში ცხოველების კომპიუტერთან ნერვულ დაკავშირებას წლებია ტესტავენ. გასულ წელს ეს ღორ გერტრუდაზე გამოსცადეს. რომლსაც თავის ტვინში სადენიანი ჩიპი ჰქონდა ჩადგმული, რისი მეშვეობითაც მისი ქცევების განსაზღვრა იყო შესაძლებელი.

შეგახსენებთ, 2020 წლის ზაფხულში ილონ მასკმა განაცხადა, რომ მალე ადამიანი მუსიკის მოსმენას ტვინში დამონტაჟებული ჩიპით შეძლებს. მისი თქმით, ადამიანის ტვინის კომპიუტერთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პრობლემი მოგვარება გახდება შესაძლებელი, მათ შორის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულის.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები