ილონ მასკის ახალი იდეა

2020-07-21 13:58:17

ამერიკელი ბიზნესმენი, გამომგონებელი და ინვესტორი ილონ მასკი აცხადებს, რომ მალე შესაძლებელი იქნება, მუსიკას ტვინში დამონტაჟებული ჩიპის საშუალებით მოვუსმინოთ.

ინფორმაციას ბრიტანული მედია საშუალება Independent ავრცელებს.

SpaceX-სა და Tesla-ს ხელმძღვანელი ახალ სტარტაპზე Neuralink-ზე მუშაობს, რომლის ფარგლებშიც ადამიანის ტვინის კომპიუტერთან დაკავშირება უნდა მოხდეს.

შემდეგ თვეში ამ გასაიდუმლოებულ პროექტზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი, თუმცა ნელ-ნელა დეტალები მაინც "ჟონავს".

კომპიუტერული ტექნოლოგიების მეცნიერის ოსტინ ჰოვარდის განცხადებით, მასკი ადასტურებს, რომ Neuralink-ის საშუალებით ადამიანები მუსიკის მოსმენას მათ ტვინში დამონტაჟებული ჩიპების საშუალებით შეძლებენ.

მათი თქმით, ამ ჩიპის საშუალებით, შესაძლებელი გახდება, რომ ვაკონტროლოთ ჩვენი ჰორმონები და ისინი ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ. ასევე მისი დახმარებით შესაძლებელი გახდებატვინის სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლა, მათ შორის პარკინსონთან.

რამდენიმე თვის წინ ამ Neuralink-ის პროექტთან დაკავშირებით მასკმა ისიც განაცხადა, რომ ადამიანის ტვინში ჩიპების დამონტაჟების შემდეგ ახალი ენების სწავლა საჭირო აღარ იქნება

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები