რუსთავის ცენტრალურ პარკში არსებულ ტბაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. პერიმეტრზე სამუშაოების განხორციელება მას შემდეგ გახდა აუცილებელი რაც უხვი ნალექის გამო ტბის კალაპოტი დაზიანდა. ჩაიწია მიწამ და იყო საშიშროება რომ ფეხით სავალი გზის ბილიკიც დაზიანებულიყო. სამუშაოებს ააიპ "უზრუნველყოფა" ახორციელებს.