განსახორციელებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სკოლების დაცლა უკვე დაიწყო. აშშ-ს ათასწლეულების გამოწვევის ფონდმა საქართველოს 100 სკოლის რეაბლიტაციისთვის 54 მილიონი დოლარი გამოუყო. რუსთავში სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 სკოლაში: #4, #15 და #28 სკოლაში განხორციელდება. ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები სხვადასხვა სკოლებში გადანაწილდებიან: #4 საჯარო სკოლის მოსწავლეები #22 და #8 საჯარო სკოლაში, #15 საჯარო სკოლის მოსწავლეები #25 საჯარო სკოლაში და #28 საჯარო სკოლის მოსწავლეები #23 საჯარო სკოლაში.