რუსთავის ავტოდრომზე BMW-ს ფესტივალი გაიხსნა.
ავტოდრომმა Georgian Drift Series 2017-ის გახსნას უმასპინძლა. დრიფტის საქართველოს ჩემპიონატში 30-მდე მრბოლელი მონაწილეობდა. გარდა ამისა ფესტივალს BMW-ს კლუბები აზერბაიჯანიდან, დუბაიდან, უკრაინიდან და სომხეთიდან ესტუმრნენ. ავტოდრომზე მისული მაყურებლებისთვის გასართობი კუთხეები იყო მოწყობილი. ფესტივალის ბოლოს კი Hot wash შოუ გაიმართა. ნახეთ ვიდეო.