რუსთავში კოვიდ19-ით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

2021-01-31 00:20:06

რუსთავში კორონავირუსით 38 წლის ქალი გარდაიცვალა. პაციენტი მკურნალობის კურსს რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდა.

როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკის დირექტორის მოადგილემ, დავით გოგოძემ განუცხადა, ქალს ფილტვის მძიმე თანმხლები დაავადება აღენშნებოდა.

ექიმების ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულს სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

პაციენტი მკურნალობას კლინიკაში დაახლოებით 1 თვის განმავლობაში გადიოდა.

რაც შეეხება ქალაქში გასული 24 საათის განმავლობაში დადასტურებულ ახალ შემთხვევებს, კორონავირუსი დაუდასტურდა რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 8 პაციენტს.

კლინიკაში 50 პირს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი ჩაუტარდა, 1 პაციენტს კი კორონავირუსი სწრაფი ტესტის პასუხის "პი-სი-არ" ტესტით გადამოწმების შედეგად დაუფიქსირდა.

"კლინიკა რუსთავში" გასულ 24 საათში კორონავირუსზე 7 პაციენტი გამოიკვლიეს, მათგან ვირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები