დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ზაფხულის დადგომასთან ერთდ მოსახლეობას რამდენიმე რეკომედაციით მიამრთავს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მზის სხივების ქვეშ დიდხანს ყოფნას არ ურჩევს, განსაკუთრებით 11:00-დან 17:00 საათამდე.
მზის სხივების პირდაპირმა ზემოქმედებამ შეიძლება კანის დაზიანება გამოიწვიოს, რაც შეიძლება გამოხატული იყოს შეწითლებით, ჭორფლის გამოყრით, ალერგიული რეაქციებით, ბუშტოკოვანი გამონაყარით. გარდა ამისა შეიძლება იყოს მზის დაკვრა, რომელიც გამოხატულია ტემპერატურის მატებითა და გონების დაკაგვით. მზეზე ყოფნისას რეკომენდებულია, ღია ფერის, ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებული ტანსაცმელისა და ფართო ფარფლებიანი ქუდის ტარება.
გარდა ამისა, ცენტრი მოსახლეობას ურჩევს, ზაფხულში ალკოჰოლისა და კოფეინის შემცველი სასმელების მიღება შეზღუდონ. ასევე ზაფხულის განმავლობაში არ არის რეკომენდებული ნახევრად შემწვარი ან ნახევრად მოხარშული საკვების მიღება.
"ძალიან კარგად უნდა იყოს გარეცხილი პროდუქტები. აუცილებელია, რომ საკვები იყოს კარგად მომზადებული, მაქსიმალურად უნდა მოვხარშოთ და მაქსიმალურად უნდა შევწვათ ყველაფერი. როდესაც ერთ მაცივარში ვინახავთ მზა და მოსამზადებელ პროდუქტს ისინი უნდა იყოს განცალკევებული, სხვადასხვა თავდახურულ სათავსოში. უნდა მოვერიდოთ ხორცის პროდუქტების ისეთ ადგილებში შეძენას ღია სივრცეებში, ქუჩებში, სადაც არ არის ნიშანი, რომ შემოწმებულია" - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ.