სამგზავრო ავტობუსი გადატრიალდა (ფოტოები)

2017-06-25 11:38:26

ავტობუსი რომელსაც 58 მგზავრი გადაჰყავდა თელეთის გზის მონაკვეთზე გადატრიალდა. ავტობუსს მგზავრები თბილისიდან ერევნის მიმართულებით გადაჰყავდა, გავრცელებული ინფორმაციით მძღოლმა მანევრირების დროს საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადატრიალდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, მათი გადაყვანა თბილისის უახლოეს კლინიკაში მოხერხდა.