ჩხუბი XX მიკრო-რაიონში. ერთმანეთს 20-მდე ადამიანი დაუპირისპირდა. გავრცელებული ინფორმაციით გვიან ღამით ერთერთი სასადილოდან გამოსულმა მოლდოვის მოქალაქეებმა (ეთნიკური ქურთები) და ქართველებმა ერთმანეთს ჯერ სიტყვიერი შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟიც. არსებული ინფორმაციით ერთი ქალი დაშავდა, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ის კლინიკა "რუსთავში" გადაოყვანა, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ნახეთ ვიდეო.