ეპიდმდგომარეობა რუსთავში

2021-01-26 18:40:39

გასული 24 საათის განმავლობაში, რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლელულ 8 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

კლინიკაში კოვიდ19-ზე სულ 91 პირი გამოიკვლიეს.

როგორც კლინიკის დირექტორის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ, "ინფო რუსთავს" განუცხადა, დადასტურებულ შემთხვევეთა რიცხვი გატესტილ პაციენტებთან მიმართებაში მკვეთრად შემცირებულია.

მისივე თქმით, კლინიკაში კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდა12 ტაქსის მძღოლს და მათგან კოვიდ19 არცერთს არ დაუდასტურდა.

 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები