ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს

2017-06-24 14:04:47

რუსთავში ლეონიძისა და ტაშკენტის ქუჩებზე ტროტუარების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ლეონიძის ქუჩაზე ტროტუარები მესხიშვილის ქუჩის გადაკვეთიდან ქუთაისის ქუჩის გადაკვეთამდე მოეწყობა და სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან  418 906 ლარია გამოყოფილი.

რაც შეეხება ტაშკენტის ქუჩას, სამუშაოების ფარგლებში ტროტუარები მოეწყობა და მოწესრიგდება შარტავას მოედნიდან ლეონიძის ქუჩის კვეთამდე არსებული ტერიტორია.ტაშკენტის ქუჩის რეაბილიტაციისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 163 178 ლარია გამოყოფილი.