განათლების მინისტრის განმარტება

2021-01-26 12:45:51

რაც შეეხება თბილისს, რუსთავის და ქუთაისის სკოლებთან დაკავშირებით, როგოც იცით, ჩვენი გეგმის მიხედვით, პირველ მარტს მოხდება სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელება, თუმცა ეს პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტულ ეპიდსიტუაციასთან.

"ჩვენ აქ გვაქვს ძალიან მკაფიო კრიტერიუმი კერძოდ, შვიდი დღის განმავლობაში 4%-იანი მაჩვენებელი ინფიცირების. თუ პირველ მარტამდეც შვიდდღიანი ინფიცირების მაჩვენებელი ჩამოვა ოთხ პროცენტზე, ჩვენ განვიხილავთ რეგულაციის უფრო შემსუბუქებას და კიდევ უფრო ადრე გახსნასაც. მკაფიოდ არის განსაზღვრული ეს კრიტერიუმი, რომელიც მომდინარეობს ჯანდაცვის სფეროდან და ცხადია, დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობასთან. ჩვენ პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი შვილების ჯანმრთელობას. ოთხ პროცენტზე თუ ჩამოვა შვიდდღიანი მაჩვენებელი, საშუალება გვექნება სასწავლო პროცესი თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც უკვე გავაგრძელოთ საკლასო ოთახებში“, – განაცხადა ჩხენკელმა.