მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის თანამშრომელი, უფროსი სპეციალისტი, 25 წლის გ.ზ. სცემეს. გავრცელებული ინფორმაციით, საჯარო მოხელე სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, რის შემდეგაც სახლში, რუსთავში უნდა დაბრუნებულიყო, გ.ზ. 2-მა პირმა ავტომობილით გზა გადაუჭრა, მანქანიდან ჩამოიყვანა და უმოწყალოდ სცემა.
აღნიშნულთან დაკავშირებით „ინფო რუსთავთან“ კომენტარი გააკეთა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა. მერაბ თოფჩიშვილი მომხდარს მის საქმიანობას არ უკავშირებს და აცხადებს, რომ - „ჩვენი თანამშრომელი გ.ზ. სამსახურებრივი საქმიდან სახლში მიდიოდა, როცა მოხდა კონფლიქტი, მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ვფიქრობ, ეს სამსახურს არ უკავშირდება, ალბათ ეს უბრალოდ გაუგებრობა იყო“. ნახეთ ვიდეო.
ჩვენი ინფორმაციით, დაშავებული პოლიციაში უკვე დაკითხეს, გ.ზ. ამ მომენტისთვის მკურნალობის კურსს გადის.
ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ შსს-ში. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 126 მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობა. ამ დროისთვის მხილებულია ერთი პირი, დეტალები კი ჩატარებული ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.