26 იანვარს რუსთავში ელ.ენერგია შეიზღუდება

2021-01-25 18:28:52

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 26 იანვარს 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს ქ. რუსთავში მშენებელთა, ფიროსმანის, წერეთლის, მშვიდობის ქუჩებზე,  მარის არხის I, II და III დასახლებებში, ცემენტის ქარხნის და მიმდებარე ტერიტორიებზე. 13:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს მშვიდობის ქუჩაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.