იტალიაში ქართველი დააკავეს

2021-01-24 18:33:25

იტალიაში პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა.

იტალიელ სამართალდამცავთა ინფორმაციით, 46 წლის კაცმა ვერონაში მაღაზიათა ქსელი "სეფორაში" სუნამოები მოიპარა, რომელთა ღირებულებაც 200 ევროს უდრიდა.

მაღაზიის გასასვლელში ქართველი დაცვამ გააჩერა, თუმცა მან თავის დაღწევა და გაქცევა მოახერხა. გაქცევისას მოპარული ნივთები ქუჩაში გადაყარა.

პოლიციამ ადევნების შემდეგ მამაკაცის დაკავება მაინც მოახერხა. იტალიური მედიის ცნობით, მას ქურდობის ფაქტი წარსულშიც უფიქსირდება.





ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები