Facebook შეფერხებით მუშაობს

2021-01-23 14:27:58

Facebook-ზე გლობალური შეფერხებაა.

Downdetector-ის ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით სოციალურ ქსელში შეფერხება დილის 8 საათიდან დაიწყო.

ძირითადი პრობლემა, რასაც მომხმარებლები, მათ შორის ქართველებიც, აწყდებიან სოციალურ ქსელში შესვლაა.

86% აცხადებს, რომ ისინი საკუთარ ანგარიშებზე შესვლას ვერ ახერხებენ. პრობლემები ექმნებათ სიახლებიის ზოლის ჩვენების დროსაც.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი პრობლემის აღმოსაფხვრელად უკვე მუშაობენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები