კოვიდ19-ის კიდევ რამდენიმე მსხვერპლი რუსთავში

2021-01-22 18:47:28

რუსთავში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, კორონავირუსულ ინფექციას კიდევ 2 მამაკაცისა და 1 ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათი ასაკი 69-დან 80 წლამდე მერყეობს.

პაციენტები მკურნალობის კურსს რუსთავის ცენტრალურ საავადყოფოში გადიოდნენ.

როგორც ცენტრალური საავადმყოფოს დირექტირის მოადგილემ, დავით გოგოძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, პაციენტებს მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ, რაც კორონავირუსულმა ინფექციამ კიდევ უფრო გაართულა.

გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვიც, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქალაქის სხვადასხვა კლინიკაში გამოკვლეულ 12 პაციენტს კორონავირუსის დაუდასტურდა.

კოვიდ19-ის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში. ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, რუსუდან ადამიას თქმით, დღის განმავლობაში ანტიგენზე დამზადებული სწრაფი ტესტი 74 ადამიანს ჩაუტარდა.

"კლინიკა რუსთავში" ინფიცირება 1 პაციენტს გამოუვლინდა. საავადმყოფოში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი 22 პირს ჩაუტარეს.

რაც შეეხება ცენტრალურ საავადმყოფოს, სამედიცინო დაწესებულებაში ვირუსი 4 პაციენტს დაუდასტურდა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები