ახალი ავტობუსები რუსთავის ქუჩებში [photo]

2021-01-22 00:40:13

რუსთავში ახალი ავტობუსების გადაადგილების მარშრუტი უკვე შემუშავებული და გატესტილია - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ქალაქის მერის მოაადგილემ, ბესიკ ტოგონიძემ განუცხადა.

როგორც ტოგონიძემ საინფორმაციო სააგენტოს უთხრა, მოწყობის ეტაპზეა 47 ახალი გაჩერება.

"დატესტვებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ყოფილა. თვითონ ავტობუსებიც საკმაოდ კომფორტულია, სამართავადაც და მგზავრების კუთხითაც და იმ მარშრუტებში, რაც დაგეგმილი გვქონდა, ერთ-ორ მათგანში მოხდა კორექტირება ტესტირების შედეგად. კორექტირება რამდენიმე ადგილას შევიტანეთ მხოლოდდამხოლოდ გაჩერებების მოწყობის კუთხით. გაჩერებების მცირე ნაწილი დარჩა მოსაწყობი და პროცესო გრძელდება. 47 ახალი გაჩერება ეწყობა, სადაც ასევე მონტაჟდება საინფორმაციო ტაბლოები", - განაცხადა ბესიკ ტოგონიძემ. 

მერის მოადგილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი უახლოეს მომავალში ახალი ავტობუსების კომპლექსურ პრეზენტაციას გეგმავს, სადაც მეტი დეტალი გახდება ცნობილი.  

შეგახსენებთ, რუსთავს ახალი ავტობუსები ჰყავს, რომლითაც სრულად ჩანაცვლდება არსებული ყვითელი ავტოპარკი.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები