დეპრესიის საწინააღმდეგო 5 საკვები

2021-01-19 12:30:24

ონკოლოგი, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი, გიორგი ღოღობერიძე „ფეისბუქზე“ მორიგ ვიდეომიმართვას აქვეყნებს, სადაც ის მოქალაქეებს დეპრესიის საწინააღმდეგო 5 საკვებ პროდუქტს ურჩევს.

მისი თქმით,ცდეპრესიის შემთხვევების სიხშირე 30%-ით გაიზარდა კოვიდპანდემიის ფონზე. როგორც ღოღობერიძე მიმართვაში აღნიშნავს, ჩართვა ემსახურება მედიკამენტების გარეშე დეპრესიასთან ბრძოლის მეთოდების ახსნას.

„დეპრესიის უმთავრესი მიზეზი არის მონოამინების ნაკლებობა თავის ტვინში.

პირველი საკვები, რაც გუნება-განწყობილებას ამაღლებს ეს არის სატაცური. თუ ერთხელ შეჭამთ სატაცურს ამით განწყობა არ აგიმაღლდებათ, მაგრამ თუ ყოველდღიურად მიიღებთ შეძლებთ გამოხივდეთ დეპრესიული მდგომარეობიდან.

მეორე პროდუქტი, რაც დეპრესიაზე კარგად მოქმედებს ეს არის ბანანი. იცით, რომ ბანანი შეიცავს კალიუმს. შესაძლებელია წნევის მცირედით დაწევა ბანანის მიღებით, სწორედ იმიტომ რომ კალიუმს შეიცავს.

ბანანი ასევე შეიცავს ვიტამინ B6-ს, რაც მონოამინების გაზრდას უწყობს ხელს. ამასთან, ბანანი შეიცავს C ვიტამინსაც.

კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც ჩვენს განწობას ამაღლებს ეს არის ორაგული, რადგან ის შეიცავს სასარგებლო ცხიმოვან მჟავებს, კერძოდ ომეგა 3-ს. ამასთან, ის ანელებს შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს.

მეოთხე სასარგებლო პროდუქტი არის ნიგოზი. ნიგოზი მაგნიუმისა და სპილენძის წყაროა. მაგნიუმის წყალობით ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ წნევაც.

ნიგვზის 65%-ს შეადგენს ცხიმოვანი მჟავები, ოღონდ  კარგი ცხიმოვანი მჟავები, როგორიც არის ომეგა-6, ამიტომაც არის, რომ ის იცავს ჩვენს ნეირონებს. გარდა ამისა, ნოგოზში არის ვიტამინი B9, ფოლიუმის მჟავა, რომელიც ძალიან სჭირდებათ ფეხმძიმეებს, რადგან ეხმარება ნაყოფს ნერვული ქსოვილის სწორად ფორმირებაში.

გარდა ამისა, ნოგიზში არის ძალიან ბევრი ანტიოქსიდანტი.

ასე რომ, ნიზოგი სასარგებლოა ფეხმძიმეებისთვის, მაღალი წნევის მატარებელი ადამიანებისთვის და მათთვის, ვინც მიდრეკილია დეპრესიისკენ.

და მეხუთე სასარგებლო პროდუქტი - შავი შოკოლადი. გარდა იმისა, რომ გემრიელია შეიცავს ძალიან ბევრს ბოჭკოს, რკინას, მაგნიუმს, სპილენძს, ცხიმოვან მჟავებს…

შავმა შოკოლადმა შეიძლება ასევე მცირედით შეამციროს წნევა, ქოლესტერინის დონე.

დაიმახსოვრეთ, რომ რაც დევს თქვენს თეფშზე, ის პროდუქტი მოქმედებს თქვენს ტვინზე. შეეცადეთ მიიღოთ სასარგებლო პროდუქტი. ამასთან, დეპრესიიდან რომ გამოხვიდეთ აუცილებელია ფიზიკური აქტივობა და 8 საათი ძილი, სასარგებლოა საუბარი მეგობართან“, - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები