რუსთავში 10-მდე ქუჩას ელ.ენერგია არ მიეწოდება

2021-01-18 13:42:44

რუსთავში 10-მდე ქუჩას ელ.ენერგია არ მიეწოდება. გათიშულია, მეგობრობის, ვახუშტის, ვაჟა-ფშაველას და თბილისის ქუჩები.

კომოპანია "ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტები "ინფო რუსთავს" დაუკავშირდნენ იმის გასაგებათ, თუ როდის აღდგება ელ.ენერგია.

როგორც სააგენტომ გაარკვია, ელ.ენერგიის მიწოდება მაღალი ძაბვის სადგურზე დაზიანებამ გამოიწვია.

სადისტრიბუციო კომპანიაში აცხადებენ რომ ელ.ენერგიის მიწოდება 14:30 საათამდე მოხდება.

აღსანიშნავია, რომ დღეს რუსთავში სასწავლო პროცესი ონლაინ 13 საათზე დაიწყო, "ენერგო პრო ჯორჯიამ კი მოსახლეობას გაფრთხილების გარეშე შეუზღუდა დენი.