საზაფხულო ბანაკში რუსთაველი ბავშვებიც დაისვენებენ

2017-06-22 20:23:47

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, წელს საზაფხულო ბანაკებში დასვენების შესაძლებლობა უფრო მეტ ბავშვს მიეცა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტებით, წელს ბანაკებში 11000 ბავშვი დაისვენებს მაშინ, როცა შარშან ამის შესაძლებლობა მხოლოდ 4000 ბავშვს მიეცა. მინისტრის განცხადებით, მე-7, მე-8, მე-9 კლასელ მოსწავლეებს როგორც სოფლის, ისე ქალაქის მცირე სკოლებიდან შესაძლებლობა ექნებათ დაისვენონ საზაფხულო შემეცნებით ბანაკებში.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის, თამარ ხეჩიკაშვილის განცხადებით - „საზაფხულო ბანაკებში რუსთაველი ბავშვებიც ისვენებენ. არის სხვადასხვა სახის ბანაკი სხვადასხვა მოსწავლეებისთვის, მაგალითად წარჩინებული მოსწავლეებისთვის, ბავშვებისთვის მრავალშვილიანი ოჯახებიდან და ა.შ. საზაფხულო ბანაკებში რუსთავის ყველა სკოლის მოსწავლე იღებს მონაწილეობას.“