ქობულეთში დაღუპული ბავშვების საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა

2017-06-22 18:52:17

სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით რა დროსაც 3 მოზარდი დაიღუპა, დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართა. ერთ-ერთი გარდაცვლილის, თორნიკე ხვიჩიას მშობლის განცხადებით, ისინი და სხვა მშობლები სასამართლო პროცესს არ დასწრებიან, რადგან მათ აღარ აქვთ ნდობა და ინტერესი სასამართლოს მიმართ. მათი თქმით, სასამართლოში არ იკითხებიან ის პირები, ვისაც უშუალო კავშირი აქვს საქმესთან. „მანამ არ გამოვიჩენთ ინტერესს პროცესისადმი, სანამ არ დაიკითხებიან ძირითადი მოწმეები - მეზობლები, სასტუმროს მზარეული და სხვა.“

ინფო რუსთავი პროკურორ ადილარ წირვავას დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. შეგახსენებთ რომ რამდენიმე დღის წინ სასტუმროს მეპატრონემ ზაზა ართმელიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.