გეკუთნით თუ არა 200 ლარიანი დახმარება

2021-01-17 14:17:22

ხართ თუ არა 200 ლარიანი კომპენსაციის მიმღებთა სიაში ამის გადამოწმება შეგიძლიათ.

შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და დამსაქმებელი კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომრის შეყვანის შემდეგ შეამოწმოთ თქვენი თავი, ხართ თუ არა დახმარების მიმღებთა სიაში.

დაინტერესებული პირი საძიებო სისტემაში პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ მარტივად გადაამოწმებს, უკვე წარმოადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა. აღნიშნული სერვისით მომხმარებელი შეძლებს, იმ შემთხვევაში დაამყაროს კომუნიკაცია დამსაქმებელთან, თუ დაადგენს, რომ მისი მონაცემები ჯერ კიდევ არ არის წარდგენილი შემოსავლების სამსახურში კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, კომპენსაციის მისაღებად“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

შეგიძლიათ, თქვენი თავი შეამოწმოთ აქ