კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავში

2021-01-16 18:25:55

გასული 24 საათის განმავლობაში, რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში 16 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, კლინიკაში კოვიდ19-ზე სულ 53 პირი გამოიკვლიეს.

კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში. როგორც კლინიკის პედიატრიული განყოფილების გამგემ, მარინა აბულაშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, ინფიცირებული 12 წლის ბიჭია და მას დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა აქვს.

გასულ დღე-ღამეში, რუსთავში კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა..