კოვიდ19-ის გართულება რუსთაველ ბავშვებში

2021-01-16 00:04:27

რუსთავში, კოვიდგადატანილ 2 ბავშვს მულტისისტემური ანთებითი სინდრომი გამოუვლინდა.

ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვებში, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, მალევე გარკვეულმა გართულებებმა იჩინა თავი. "ინფო რუსთავი" დაინტერესდა მსგავსი შემთხვევები თუ დაფიქსირდა რუსთავში.

ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების გამგემ, მარინა აბულაშვილმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ მსგავსი შემთხვევები რუსთავშიც დაფიქსირდა.

როგორც პედიატრმა "ინფო რუსთავს" უთხრა, ქალაქიდან მკურნალობის მიზნით "იაშვილის სახელობის ბავშვთა ჰოსპიტალში" 4 წლისა და 6 წლის ბავშვები გადაიყვანეს.

"2 რუსთაველ ბავშვში კოვიდის გადატანის შემდეგ ულტისისტემური ანთებითი სინდრომი გამოვლინდა. ექოსკოპიით დადგინდა, რომ იყო გრთულებები ორივე შემთხვევაში ფილტვებსა და თირკმელებში. მაგალითად, სითხე იყო ფილტვში, თირკმელებში იყო ცვლილებები. ისინი გაეწერნენ იაშვილის კლინიკაში, ორივეს მდგომარეობა სტაბილურია ამ დროისთვის და ბავშვები ემზადებიან სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერისთვის", - განაცხადა მარინა აბულაშვილმა.

როგორც პედიატრმა აღნიშნა, ბავშვებს კოვიდ19 უსიმპტომოდ ჰქონდათ გადატანილი, რაც ანტისხულებზე დაფუძნებულმა ტესტმა აჩვენა.

შეგახსენებთ, საქართველოში მულტისისტემური ინფლამატორული სინდრომით (MIS-C) 60-მდე ბავშვი მკურნალობა, რომელთაც კორონავირუსი გადაიტანეს.

მულტისისტემური ანთებითი სინდრომის შესახებ დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI