დაბრუნდებიან თუ არა II სემესტრიდან რუსთაველები სკოლებში

2021-01-15 12:29:11

საქართველოს დიდი ქალაქების, მათ შორის რუსთავის სკოლების გარდა, 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრი ყველა ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულებაში საკლასო ოთახებში განახლდება.

ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 27 ნოემბრის ბრძანების შესაბამისად დაიწყება, რაც ნიშნავს, რომ 18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება დიდ ქალაქებში: – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულში და გარდაბანში, სასწავლო პროცესი დაიწყება დისტანციურად. აჭარაშიც სასწავლო პროვესი განახლდება დისტანციურ ფორმატში. საქართველოში არსებულ სხვა ყველა საჯარო სკოლაში კი, სასწავლო პროცესი დაიწყება საკლასო ოთახებში”, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.