რუსთავში, სუპერმარკეტების ქსელ "ლიბრეს" ერთ-ერთ მაღაზიაში მამაკაცი ქალს ფიზიკურად გაუსწორდა. [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ორი მამაკაცი, რომელთაგან ერთ-ერთს ცივი იარაღიც ჰქონდა, მაღაზიაში შეიჭრა. ერთ-ერთი თავდამსხმელი ახალგაზრდა გოგოს ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც მამაკაცები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ფაქტი კომენდანტის საათის დროს დაფიქსირდა. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მაღაზიიდან არაფერი არ არის წაღებული.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.