რუსთავში კორონავირუსულ ინფექციას კიდევ 2 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილები 63 წლის მამაკაცი და 85 წლის ქალი არიან.
მამაკაცი მკურნალობის კურსს რუსთავის ცენტრალურ საავადყოფოში, ქალი კი "კლინიკა რუსთავში" გადიოდა.
როგორც ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა პაპუნა ბახტაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებოდა, თუმცა კლნიკაში შეყვანის დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.
რაც შეეხება "კლინიკა რუსთავში" გარდაცვლილ პაციენტს, სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ 85 წლის ქალს გადატანილი ჰქონდა ინფარქტი და კორონავირუსმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად დაამძიმა.
გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვიც, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქალაქის სხვადასხვა კლინიკაში კრონავირუსის კორონავირუსის კიდევ 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
კოვიდ19-ის 26 ახალი შემთხვევა დადასტურდა N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში. ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, რუსუდან ადამიას თქმით, დღის განმავლობაში ანტიგენზე დამზადებული სწრაფი ტესტი 84 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც ვირუსი 26-ს აღმოაჩნდა.
"კლინიკა რუსთავშავში" ინფიცირება 7 პაციენტს გამოუვლინდა. საავადმყოფოში ანტოგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი 15 პირს ჩაუტარდა.