დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადეს

2021-01-14 01:44:17

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი გამოუცხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ის ამერიკის ისტორიაში გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს.

ტრამპს ბრალი გასულ კვირას კაპიტოლუმში განვითარებული მოვლენების დროს ამბოხის წახალისებაში ედება.

ტრამპის იმპიჩმენტს მხარი 232 სენატრომა დაუჭირა, მათ შორის 10 რესპუბლიკელია.

რას ნიშნავს იმპიჩმენტი?

იმპიჩმენტის დროს მოქმედი პრეზიდენტისთვის დანაშაულში ბრალის წარდგენა ხდება.

ამ შემთხვევაში ტრამპს წარდგენილი აქვს პოლიტიკური ბრალდებები, რადგან მან თავის მხარდამჭერებს 6 იანვარს სიტყვით გამოსვლისას მოუწოდა, რომ ებრძოლათ ჯოჯოხეთურად არჩევნებისთვის, რომელიც, მისი განცხადებით, მას და მის მხარდამჭერებს მოპარეს. სწორედ ტრამპის განცხადებების შემდეგ შეიჭრნენ მისი დემონსტანტები კაპიტოლიუმის შენობაში, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ნიშნავს თუ არა ტრამპის იმპიჩმენტი მისს თანამდებობიდან გადაყენებას?

მას შემდეგ, რაც ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციას წარმომადგენელთა პალატაში ხმა მარტივმა უმრავლესობამ დაუჭირა, საკითხი გადაინაცვლებს სენატში. რაც, რა თქმა უნდა, დროში იწელება. იმისათვის, რომ ტრამპი თანამდებობიდან გადააყენონ საჭირო იქნება 66 სენატორის მხარდაჭერა. ამ რეალობიდან გამომდინარე კი გამოდის, რომ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დემოკრატებთან ერთად 16-მა რესპუბლიკელმა სენატორმაც უნდა დაუჭიროს.

ეს ყველა პროცედურა დროში იწელება, ზუსტად ერთ კვირაში კი ტრამპი თანამდებობას დატოვებს და ამერიკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ჯო ბაიდენი შეუდგება.

პირველად დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი 2019 წლის 18 დეკემბერს გამოუცხადეს. მას ბრალად ედებოდა, აწ უკვე არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკიზე ზემოქმედება. თუმცა ტრამპი სენატმა 2020 წლის 5 თებერვალს  უდანაშაულოდ ცნო.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები