სილამაზის სალონების შემოწმება დაიწყება

2017-06-22 10:28:45

რუსთავში სალონების შემოწმება, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში დაიწყება. აღნიშნულის შესახებ "ინფო რუსთავს" ააიპ "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი"-ს დირექტორმა დავით ბეგაშვილმა განუცხადა. ბეგაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ჯარიმის ფორმებზე მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესი კი დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება, რის შემდეგაც სილამაზის სალონების შემოწმება დაიწყება. სილამაზის სალონები გარკვეულ ნორმებს, მათ შორის სანიტარულ პირობებსაც უნდა აკმაყოფილბდნენ, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი ობიექტებს შესაბამისი სანქციები დაეკისრებათ. შეგახსენებთ, სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების რეგისტრაცია სავალდებულო გასული წლის 1 ოქტომბრიდან გახდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1-ლი ოქტომბრიდან, ყველა ის დაწესებულება, რომელიც რეგისტრაციის გარეშე განაგრძობს საქმიანობას, დაჯარიმდება.