ხვალ ამინდი გაუარესდება

2017-06-21 22:25:25

საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ელჭექის დროს ზოგან ქარის შკვალური გაძლიერება. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +22 +26 იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +24 +28. რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება +25 +27 იწვიმებს. სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას 23 ივნისიდან ვარაუდობენ, შესაბამისად ჰაერის ტემპერატურაც 4-5 გრადუსით მოიმატებს.