რანმდენიმე დღის წინ, მე-7 მკრ-ში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გოგონა ხელოვნური სუნთქვის აპარტზე აღარ იმყოფება და მკურნალობას პალატაში გადის. ავარია აღნიშნულ ქუჩაზე, მაშინ მოხდა, როდესაც 7 წლის მოზარდმა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადასაყრელად, გზა გადაკვეთა.
შემთხვევის შემდეგ მე-7 მკრ-ის მაცხოვრებლები „ინფო რუსთავს“ დაუკავშირდნენ და დახმარება სთხოვეს. ისინი ადგილობრივი თვითმმართველობისგან აღნიშნული გზის მონაკვეთზე ხელოვნური შემაფერხებლების მონტაჟს ითხოვენ.