რუსთავში 5 თვის ბავშვს კოვიდ19 დაუდასტურდა

2021-01-12 10:56:57

რუსთავში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

3 ახალი შემთხვევაა ბავშვთა საავადმყოფოში. ინფიცირებულთა შორის ერთ-ერთი 5 თვის ბავშვია. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების გამგემ მარინა აბულაშვილმა განუცხადა. ჩვილთან ერთად ინფიცირებულია მისი 28 წლის დედაც. ხოლო მესამე პაციენტი, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა 11 წლის ბავშვია.

34 ახალი შემთხვევაა N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში. ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, რუსუდან ადამიას, განცხადებით, დღის განმავლობაში 180 ადამიანს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი ჩაუტარდა, რომელთაგან 34-ს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

კლინიკა “რუსთავში” სწრაფი ტესტით 14 პირი გამოიკვლიეს, მათგან 7 პირს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები