ავსტრიაში ქართველები დააკავეს

2021-01-11 18:53:45

ავსტრიაში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქალაქ ლინცში 34 და 42 წლის მამაკაცებმა სხვადასხვა მაღაზიაში ძვირადღირებული სათვალეები და კოსმეტიკური საშუალებები მოიპარეს. სამართალდამცავთა ინფორმაციით, 34 წლის მამაკაცი წარსულში სხვისი ნივთის დაზიანების, უნებართვოდ გამოყენებისა და ქურდობისთვისაა ნასამართლები.

თავდაპირველად ბრალდებებს ორივე მათგანი უარყოფდა, თუმცა მოგვიანებით ჩადენილი მაინც აღიარეს.

მათი ქმედებების შედეგად მიყენებული ზარალი რამდენიმე ათასი ევროს უდრის.

პროკურატურის გადაწყვეტილებით ქართველები ლინცის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები