მიიღებენ თუ არა მოსწავლეები სახელმძღვანელოებს უფასოდ

2017-06-21 13:40:17

ქართველ მოსწავლეებს სასკოლო სახელმძღვანეოები უფასოდ უკვე რამდენიმე წელია გადაეცემათ. "ინფო რუსთავი" დაინტერესდა, მიიღებენ თუ არა ახალ 2017-18 სასწავლო წელს მოსწავლეები სახელმძღვანელოებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით  რუსთავის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელს თამარ ხეჩიკაშვილს დაუკვშირდით,  როგორც ხეჩიკაშვილმა განაცხადა, მომავალ სასწავლო წელს უფასო სასკოლო წიგნებს ყველა მოსწავლე უსასყიდლოდ მიიღებს, ამ დროისთვის კი საკითხთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს "ჩამოტანილია დაწყებითი კლასის სახელმძღვანელოები, განთავსებულია მე-7 საჯარო სკოლაში და ეტაპობრივად ხდება მიღება-ჩაბარების საფუძველზე სახელმძვანელოებისა და სამუშაო რვეულების გატანება" - განაცხადა თამარ ხეჩიკაშვილმა.