რუსთაველი ექიმი გარდაიცვალა

2021-01-09 00:08:05

74 წლის ასაკში რუსთაველი ექიმი თემურ კერესელიძე გარდაიცვალა.

ცნობილი ქირურგი ბოლო წლებში მძიმე სენს ებრძოდა. ექიმს ერთი თვის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია.

დამსახურებული ექიმი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში თითქმის 40 წლის განმავლობაში მუშაობდა. თემურ კერესელიძე ქირურგიული განყოფილების უფროსი იყო.

როგორც "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, პაპუნა ბახტაძემ განუცხადა, საავადმყოფოში ქირურგიულ დეპარტამენტს თემურ კერესელიძის სახელი მიენიჭება.

"ინფო რუსთავი" უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.