ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქვემო ფონიჭალაში. გავრცელებული ინფორმაციით "მინი ვენი" ტიპის ავტომობილი და "სედანის" ტიპის ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახნენ, რის შემდეგაც მინი ვენის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და განათების ბოძს დაეჯახა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.