რუსთავში კორონავირუსულ ინფექციას კიდევ 2 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
გარდაცვლილებს შორის ერთი ქალია, ხოლო მეორე მამაკაცი.
ინფიცირებულები მკურნალობას ქალაქის ცენტრალურ კლინიკაში გადიოდნენ.
როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს ერთ-ერთი პაციენტი 83 წლის იყო, მეორე კი 73-ის.