ალილო რუსთავში [photo]

2021-01-07 13:40:27

რუსთავში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ალილოს მსვლელობა გაიმართა.

წინა წლებთან შედარებით წელს კორონავირუსის გამო  განსხვავებული ალილოს მსვლელობა მოეწყო, რადგან მასში მრევლს მონაწილეობა არ მიუღია.

ქრისტეს შობა რუსთაველებს სასულიერო პირებმა სტიქაროსნებთან ერთად გალობით მიულოცეს და საშობაო ნობათი შეაგროვეს.

ალილოს მსვლელობა სიონის ტაძრიდან დაიწყო და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გადაინაცვლა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები