კოვიდვითარება რუსთავში

2021-01-06 18:34:53

რუსთავში გასული 24 საათის განმავლობაში სხვადასხვა კლინიკაში გამოკვლეულ 42 პაციენტს კოვიდ19 დაუდასტურდა.

კერძოდ, 34 შემთხვევა რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დაფიქსირდა. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ განუცხადა.

მისი თქმით, დღის განმავლობაში, 124 ადამიანს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი ჩაუტარდა, რომელთაგან 28-ს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

კლინიკა “რუსთავში” სწრაფი ტესტით 15 პირი გამოიკვლიეს, მათგან 7 პირს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

ერთი ახალი შემთხვევაა ქალაქის ცენტრალურ კლინიკაში.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები