რუსთაველი სპორტსმენი ბადრი ყვავილაშვილი გარდაიცვალა.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპორტსმენი კორონავირუსს ემსხვერპლა, თუმცა ოჯახის წევრების თქმით, კორონავირუსული ინფექცია სპორტსმენმა 2 თვის წინ დაამარცხა და გარდაცვალების მიზეზი თირკმლის უკმარისობა გახდა.
ცნობისთვის, რუსთავი, ძიუდოში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონის, ბადრი ყვავილაშვილის სახელობის რესპუბლიკურ ტურნირს ყოველ წელს მასპინძლობდა, რომელშიც სხვადასხვა ასაკის სპორსმენები ღებულობდნენ მონაწილეობას.
"ინფო რუსთავი" უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.