საბავშვო გასართობი მოედნების მოწყობა

2017-06-20 17:22:07

ქალაქ გარდაბანში საბავშვო გასართობი მოედნების მოწყობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები ნინოშვილის ქუჩის მიმდებარედ უკვე დასრულებულია. ატრაქციონის ტერიტორიაზე დაიგო დეკორატიული ფილები, განთავსდა სკამები და ურნები. მოეწყო სათამაშო ზონა პატარებისთვის - საქანელებით, კომბინირებული სასრიალოებითა და კარუსელებით. საბავშვო სკვერების კეთილმოწყობა იგეგმება კიდევ რამდენიმე ქუჩაზე, კონკრეტულად კი სიხნოს ქუჩის მიმდებარედ, თბილსრესის დასახლებაში, აღმაშენებლის ქუჩის №2 და №4 ქუჩების კვეთაზე.

საბავშვო გასართობი მოედნების მოსაწყობად ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა რომელშიც შპს „ჯეო პარკსმა“ გაიმარჯვა. სამუშაოების დასრულების ბოლო ვადა 17 ივლისია და მისი ღირებულება 114 000 ლარს შეადგენს.