საკადრო ცვლილებები რუსთავის საკრებულოსა და მერიაში

2021-01-05 20:28:40

რუსთავის საკრებულოსა და მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

"ინფო რუსთავის" ინფოორმაციით, მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა ჩოფლიანმა თანამდებობა დატოვა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსად დაინიშნება. ლაშა ჩოფლიანი თანამდებობას 2015 წლის 24 ივნისიდან იკავებდა.

რაც შეეხება საკრებულოს აპარატის ყოფილ ხელმძღვანელს, სოფიო კარანაძეს, ის საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო ლაცაბიძის ბიუროს უფროსი გახდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, მერიის შიდა აუდიტის სამსახურს ქეთევან ბეჟუაშვილი უხელმძღვანელებს.

ბეჟუაშვილი 2020 წლიდან იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი იყო, მანამდე კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამომძიებლის პოზიციას იკავებდა. სამსახურის ახალი ხელმძღვანელი პროფესიით სამართალმცოდნეა.