უცნაური ამბები რუსთავში

2020-12-30 12:13:53

გასული 1 წლის განმავლობაში "ინფო რუსთავის" ობიექტივში არაერთი უცნაური ამბავი მოხვდა.

შესაძლებელია, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ზოგიერთი ეს ამბავი სახალისოც ყოფილიყო, თუმცა, მეორე ნაწილისთვის ტრაგიკული, ამიტომაც, გადავწყვიტეთ, ამბების ამ კატეგორიისთვის "უცნაურის" სახელი მიგვენიჭებინა და თქვენთან ერთად მიმოგვეხილა, რა წაიკითხეთ 2020 წელს ჩვენს მედია საშუალებაში ისეთი, რამაც ღიმილი მოგგვარათ,  ან სულაც შოკში ჩაგაგდოთ.

2020 წლის ყველაზე უცნაურ ამბებად ჩავთვალეთ:

რუსთაველი ცოლ-ქმრის აბავი, რომელიც თაღლითურ სქემაზე გვიამბობს. ისინი შეთანხმდნენ, რომ ცოლს უფროსთან სექსი ექნებოდა, ქმარი კი ვიდეოს გადაუღებდა, რასაც დაშანტაჟების მიზნით გამოიყენებდნენ. ნახეთ ბმული

რუსთავში, ბერიტაშვილის ქუჩაზე ხარმა 2 ბავშვი გათელა, მანამდე კი დაეჯახა შუახნის ქალს, რომელსაც ხელში 10 თვის შვილიშვილი ეჭირა. ნახეთ ბმული

რუსთავში სარეცხის ქურდი გამოჩნდა. ნახეთ ბმული

რუსთავის ტყე-პარკში, ადგილობრივი ფერმერების თქმით, პუმა ბინადრობს. ნახეთ ბმული

საგანგებო მდგომარეობის დროს, მშობიარე ცოლს, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას გადაჰყავდა, ქმარი ველოსიპედით მისდევდა. ნახეთ ბმული

რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში, ქალმა მეზობელ ახალგაზრდებს ცულით შეკრების ადგილი დაურბია. ნახეთ ბმული

რუსთავში კომპოტები მოიპარეს. ნახეთ ბმული

თუ გახსენდებათ ჩვენს მიერ გაშუქებული სხვა უცნაური ამბებიც, დაწერეთ კომენტარების ველში და შეგვახსენეთ ჩვენც.