რუსთავში ბერიტაშვილის ქუჩაზე ხარმა ორი ბავშვი გათელა. [ვიდეო/video]
როგორც ინფო რუსთავს თვითმხილველებმა განუცხადეს, ბავშვები ერთობოდნენ, რა დროსაც ხარი მოვარდა და ბავშვები გათელა.
დაშავებულია 4 წლისა და 6 წლის ბავშვები. მამამ ბავშვები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მანამდე პირუტყვი რჩულიშვილის ქუჩაზე შუახნის ქალს დაეჯახა რომელსაც ხელში 10 თვის შვილიშვილი ეჭირა.
შეჯახების შემდეგ ბავშვი დაბლა დავარდა, ოჯახის წევრებმა ბავშვი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა გელაშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა რომ 4 წლის ბიჭუნას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია ხოლო 10 თვის ბავშვს ამ ეტაპზე უტარდება შესაბამისი სამედიცინო კვლევები. ზედაპირული დათვალიერებით მას დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
არსებული ინფორმაციით ხარი ერთერთი ფერმიდან გამოიქცა და ქუჩაში აგრესიულად დარბოდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
შემთხვევის ადგილზე ასევე მოსული იყვნენ ხარის მეპატრონეები და მათ პირუტყვი გაიყვანეს.