მიმდინარე თვეს ჩუტყვავილას 65 შემთხვევა დაფიქსირდა

2017-06-19 17:09:19

ვირუსული ინფექციების გავრცელების გამო, მედიკოსები მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავენ. მიმდინარე თვეს, რუსთავის პოლიკლინიკაში 65 ჩუტყვავილას შემთხვევა დაფიქსირდა, ჩუტყვავილით დაავადებული პაციენტების უმრავლესობა 6 წლამდე ბავშვია. ჩუტყვავილა ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექციაა. დაავადება, იწყება გრიპის სიმფტომებით და თან ერთვის გამონაყარი. დაავადების შემთხვევაში, აუცილებელია პაციენტმა მიმართოს ექიმს და არ დაიწყოს მკურნალობა თვითნებურად. ექიმების თქმით, აუცილებელია წოლითი რეჯიმის დაცვა, სითხეების მიღება და გამონაყარის დამუშავება.